25 აპრილი - გურული სიმღერების სანოტო კრებულის ორტომეულის პრეზენტაცია და კონცერტი

25 აპრილს, 19:30 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში გურული სიმღერების სანოტო კრებულის ორტომეულის პრეზენტაცია და კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე შესრულდება გურული სიმღერის ბერძენიშვილისეული ვარიანტები  ანსამბლების - „ბასიანის“, „ადილეის“, „დიდგორისა“ და  „ეროვნული გუნდის“ მიერ. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdSgVkj2bmr30OvCcPifUP8tYNEkaR5djdmHFO3g3HeAMdBJA/viewform. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს პირველი 30 აპლიკანტი.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი